Manta Network - ბევრისათვის კარგად ცნობილი პროექტი რომელმაც 20 მილიონამდე ინვესტიცია მიიღო და ასევე მიიპყრო ერთ ერთი ბაზრობის წამყვანის - Binance ის ყურადღება.სამწუხაროდ წინა ანაზღაურებადი კვირები გამოვტოვეთ დაუდევრობის გამო ვინაიდან არცერთ ღია წყაროს არ უსაუბრია ამაზე გარდა ოფიციალური Manta Network ის დისკორდისა,თუმცა ჩვენ მოგვეცა შანსი რომ მოვხვდეთ ტოპ 100 ტრეიდერში და ავაგროვოთ 20 000% მდე იმ დანახარჯისა რაც ტრანზაქციებში გადავიხადეთ.მონეტების გაცემა ხდება არა Manta არამედ Kalmari მონეტებით.
სანამ გადახვალთ დავალებებზე აუცილებელია შევიძინოთ KMA მონეტები ნებისმიერი პლატფორმიდან და გავიტანოთ ჩვენს საფულეზე.გაითვალისწინეთ რომ ტესტნეტის მიმდინარეობისას იქნება ხარჯი და ეს ხარჯი დაახლოებით 50-100 მონეტა იქნება რაც ჯამში 1$ მდე დაგიჯდებათ.
Polkadot JS საფულე
Manta Wallet
ვქმნით საფულეს პოლკადოტის აპში და ვინახავთ საიმედოდ სიდ ფრაზას
ვაკეთებთ ამავე საფულის იმპორტს მანტას საფულეში
მანტას საფულეში ვაკეთებთ სინქრონიზაციას
ველოდებით სინქრონიზაციის დასრულებას 30 დან 45 წუთამდე და შეიძლება რამდენჯერმე მოგთხოვოთ
როგორც კი სინქრონიზაცია დასრულდება ზემოთ მარჯვენა კუთხეში ვრთავთ Private მნიშვნელობას Public ზე
ვყიდულობთ KMA მონეტებს და ვრიცხავთ ამ Public საფულის მისამართზე Kalmari ს ქსელით
შევდივართ სვოპის ვებ Manta Dapp გვერდზე და ვუკავშირებთ პოლკადოტ და მანტა საფულეებს.თუ დაკავშირება ვერ მოხერდხება ვაკეთებთ შემდეგ კომბინაციას კლავიატურაზე იქამდე სანამ არ მოხდება საფულეების აღქმა CTRL+SHIFT+R
ამის შემდეგ Dapp ზე პირველ ქსელს ვიტოვებთ Public ხოლო მეორეს ვცვლით Private ზე
**ვწერთ იმ რაოდენობის მონეტებს რომლებიც გვინდა რომ გავსვაპოთ
გაითვალისწინეთ რომ ყოველი ტრანზაქციისათვის დაგვჭირდება 0,5-1 KMA მონეტამდე ასე რომ ნაშთს ვიტოვებთ დაახლოებით 100 მონეტამდე რადგან Private დან Public ზე ტრანზაქციების ოდენობა შეზღუდულია და ამის გასახსნელად ცალკე 30-50 KMA შეიძლება დაგვჭირდეს.
შეიძლება ასევე Public დან Private ზე გავიტანოთ ცოტ ცოტა მონეტა და შემდეგ ერთიანად გამოვიტანოთ რადგან Private დან Public ზე ტრანზაქციები მგონი ქულებს არ გვაძლევს (ჩემი დაკვირვებით)
აღნიშნული ივენთი გაგრძელდება კიდევ რამდენიმე დღე ხოლო 5 რიცხვში მოხდება ჯილდოების დარიცხვა.გაითვალისწინეთ რომ ამ დარჩენილი დღეების მანძილზე თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ მაქსიმუმ 100 ტრანზაქცია რაც იმას ნიშნავს რომ მეტი ტრანზაქცია ქულებს არ მოგიმატებთ.**
იმისათვის რომ შეამოწმოთ თქვენი თავი ლიდერბორდში და გაიგოთ მერამდენე ადგილზე ხართ გადადით ლიდერბორდის ვებ გვერდზე და დაუკავშირეთ თქვენი საფულეები.ხოლო თუ აქაც ვერ მოახერხეთ დაკავშირება ვიმეორებთ იგივეს რაც ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ CTRL+SHIFT+R