Omni მისიების მართვის ცენტრი : Rollups მომავლის ნავიგაცია

Omni წარმოგიდგენთ მისიების მართვის ცენტრს,რომელიც რამოდგენს სატესტო ქსელის რევოლუციას.ჩაეშვით მომავალში,რათა ორიენტირება მოახდინოთ Rollup-ების მომავალში,აიმაღლეთ თქვენი დონე Gaming დავალებების დახმარებით რათა გახდეთ ტექნოლოგიის სინერგიის და მომხმარებლების დიზანინზე ორიენტირების თვითმხილველი.

დღეს ჩვენ ვუშვებთ Omni Community ინფრასტრუქტურის ძირითად ნაწილს, Omni Mission Control Center. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად გაიზარდა ჩვენი მომხმარებლების, დეველოპერებისა და პროექტების ეკოსისტემა, ჩვენ დავინახეთ აშკარა აუცილებლობა, შეგვექმნა ცენტრალური ადგილი ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც მისცემდა მათ ყველაფრის გამოკვლევის საშუალებაც, რაც აგებულია Omni-ზე.

რატომ: ერთიანი გამოცდილების შექმნა

კრიპტოგრაფიის სწრაფად განვითარებად სამყაროში სიცხადე და გამოყენების სიმარტივე ზოგჯერ შეიძლება ჩამორჩებოდეს ინოვაციებს. როდესაც ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი სატესტო ქსელის შეთავაზებები, ცხადი გახდა, რომ ჩვენს საზოგადოებას სჭირდებოდა ერთიანი სივრცე ამ მისიებთან ურთიერთქმედებისთვის,რომელიც იქნებოდა ყოველგვარი გადატვირთულობის ან დეზორიენტაციის გარეშე.

შედით მისიების მართვის ცენტრში. იდეა იყო ასეთი: შეგვექმნა ერთი უნივერსალური მაღაზია, რომელსაც ექნება წვდომა Omni testnet-ის ნებისმიერ მისიაზე. არანაირი ძებნა, დაბნეულობა ან სქროლვა Twitter-ზე! მხოლოდ ერთი მოსახერხებელი პორტალი, სადაც მოთავსებულია ყველაფერი რაც იმყოფება Omni testnet-ზე.

როგორ: ჩართვა, გამოკვლება, გაზრდა

Omni Testnet მისიის კონტროლის ცენტრი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კატალოგი. ჩვენ მთელი პროცესი თამაშად გადავაქციეთ, რათა თქვენი მოგზაურობა არა მხოლოდ ინფორმატიული, არამედ სახალისოც გაგვეხადა.

თითოეული მომხმარებელი იწყებს მოგზაურობას, როგორც ახალბედა, მაგრამ როცა უფრო უღრმავდებით მისიებს, შეგიძლიათ ახვიდეთ ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და ბოლოს პატივცემული პლატინის დონეზე. ყოველი დასრულებული მისია მიგაახლოებთ შემდეგ წოდებასთან,რაც შემოგგთავაზებთ ახალ გამოწვევებსა და ჯილდოებს.

ძირითად კიბეზე ასვლისას რატომ უნდა შეინახოთ თქვენში სიხარული? ჩვენი ინტეგრირებული ფუნქციონალურობით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაუზიაროთ თქვენი პროგრესი სხვა Omnitrons-ებს სოციალურ მედიაში. გააზიარეთ თქვენი მიღწევები, აღნიშნეთ თქვენი წოდებები და უამბეთ მსოფლიოს, თუ როგორ ხელმძღვანელობთ მე-2 დონის რევოლუციას Omni-სთან ერთად!

პროექტები და დეველოპერები: ვარსკვლავთა შორის

მისიათა კონტროლის ცენტრი შეიქმნა არა მხოლოდ საბოლოო მომხმარებლებისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც. Omni Origins-ში ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ განათავსა ბევრმა გუნდმა თავისი პროტოკოლები, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ჩვენთან დაკავშირების მოსახერხებელი გზა, რათა გამოგვეყო მათი პროექტები.

ჩვენ გვჯერა თანამშრომლობისა და ინოვაციების დემონსტრირების ძალის. თუ თქვენ წარმოადგენთ პროექტს, რომელიც განლაგებულია ჩვენს ტესტნეტზე, თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა იყოთ ყურადღების ცენტრში. Mission Control გთავაზობთ გამოყოფილ სივრცეს, სადაც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი სატესტო ქსელის მისიებში.საკარისია შეავსოთ ფორმა რათა მიიღოთ შესაძლებლობა გამოჩნდეთ სხვა გახმაურებულ პროექტებთან ერთად,ხილვადობისა და თანამშრომლობის გაზრდის მიზნით.ეს მომგებიანი ვარიანტია როგორც საზოგადოებისთვის ასევე დეველოპერებისთვისაც!

მომავალი: ჰორიზონტების გაფართოება

Omni Testnet Mission Control მხოლოდ დასაწყისია. როდესაც ჩვენ ვაგარძელებთ ინოვაციებისა და გაფართოების ჩანერგვას, თქვენ შეძლებთ ელოდოთ უფრო მეტ მისიებს და ფუნქციებს, ასევე სწავლის, მონაწილეობისა და კარიერული წინსვლის ახალ შესაძლებლობებს.

სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ მოვახდინოთ დავაინტეგრიროთ:

  • ცოცხალი ლიდერბორდები: ნახეთ, როგორ უმკლავდებით Omni-ის უფრო ფართო საზოგადოებას.

  • ექსკლუზიური ჯილდოები: სპეციალური ბონუსები და პრივილეგიები მაღალი რანგის წევრებისთვის.

და მეტი!

და ბოლოს

Omni Testnet Mission Control — ეს არის Omni გამოყენების გაფართოებული შესაძლებლობის ვალდებულების მტკიცებულება.ეს არის ჩვენი გარანტირების საშუალება,რომ იმის მიხედვით თუ როგორ მივდივართ წინ,ჩვენი ქომიუნითი იქნება ჩვენს გვერდით გზის ყოველ ეტაპზე,შეიარაღებული აუცილებელი ინსტრუმენტებითა და ცოდნით.

გეპატიჟებით ჩაეშვათ მისიათა კონტროლში, მიიღოთ გამოწვევები, აიმაღლოთ რანგი და გახდეთ Omni-ს ისტორიის ამ აღმაფრთოვანებელი ახალი თავის ნაწილი.

მეგობრული შეხსენება: 2023 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, თქვენ ვეღარ შეძლებთ მოითხოვოთ თქვენი OAT-ები Omni Origins-ში. დარწმუნდით, რომ ყველა მზად ხართ. შეიტყვეთ მეტი აქ.

მზად ხართ თქვენი მისიის დასაწყებად? წვდომა Omni Testnet Mission Control აქ.

Omni-ს შესახებ

Omni Network არის პირველი ფენის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია ყველა პაკეტის კრებულის დასაკავშირებლად. Omni-ს გამოყენებით დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან გლობალური აპლიკაციები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა პაკეტების კრებულში.$ETH ხელახალი რესტეიკინგით დაცული, Omni არის შემდეგი თაობის ბლოკჩეინი, რომელიც ლიდერია როგორც უსაფრთხოებაში, ასევე ფუნქციონალურობაში.

Omni-ს მხარს უჭერს $18 მილიონიანი სახსრები ისეთი ცნობილი ინვესტორებისაგან, როგორებიც არიან Pantera Capital, Two Sigma Ventures და Jump Crypto.

ოფიციალური წყაროები

ვებ-გვერდი | Twitter | Discord | Telegram | Blog

წინა სტატიები

OMNI Network - აქტივობები.
ავტონომიური ქსელის გადაშლა: AutoFarm.
Omni: Ethereum თავსებადობის ინფრასტრუქტურა
OMNI Ambassador პროგრამის ანონსი - The Omnitrons.
OMNI Network x Mendi Finance Testnet - ის სრული გზამკვლევი.
Web3 თამაშების ახალი ეპოქის დაწყება: OmniKingdoms და Omni Network აერთიანებენ ძალებს.

Subscribe to Nodes Georgia
Receive the latest updates directly to your inbox.
Mint this entry as an NFT to add it to your collection.
Verification
This entry has been permanently stored onchain and signed by its creator.